მიქელაშვილთა გვარი ორ ფუძიანია
ქართლის და გურიის
(კახეთის მიქელაშვილები კი ქართლიდან და გურიიდან გადმოსული მიქელაშვილებია...)
ქართლის მიქელაშვილები - მიქელ კაბადოკიელი მსახურობდა ალექსი კეისრის სამეფო კარზე(დიდ მოხელე იყო, ხოლო კონკრეტულად რა ჯერ ვერ დავადგინე) მან ალექსი კეისარს მისცა თავისი და ცოლად,
ამათგან იშვნენ ორნი ძენი: გრიგოლ და იოანე, რომელნიც იწოდებოდნენ
პროსსებესტოდ 1085 წ. შემდგომ თურქთაგან დაპყრობისა ისინი საქართველოში წამოიყვანა მიქელის შვილმა(მისი სახელი არ ვიცი) ისინი მიიღო საქართველოს სამეფო კარმა, კეისარის შვილებს მისცეს სამემკვიდრეო იმერეთში, დიდი თავადის წოდება და გვარი -მიქელაძე... ხოლო მიქელის შვილს მისცეს სამემკვიდრეო ქართლში, სამეფო აზნაურის წოდება და გვარი -მიქელაშვილი...
გურიის მიქელაშვილიბი - მიქელ-ბაგრატიონ-გურიელი გურიის ერისთავნი
დავით ნარინის შტო...
კოსტანტინე I დავით VI ნარინის-ძე, იყო იმერეთის მეფე 1293 - 1327 წლებში... მისი ძე მიქელ I 1327 -1329 წელს გარდაიცვალა...
ბაგრატ I ერისთავი მიქელის ძე იმერეთის ტახტის პრეტედენტი მან იმერეთის ტახტი გიორგი ბრწყინვალეს დაუთმო 1330 წელს ... ბაგრატს ყვარყვარე ათაბაგის ასულისგან სამი ვაჟი ეყოლა... ალექსანდრე, გიორგი და კოსტანტინე...
კოსტანტინემ (კოსტანტინე II ლიხთ-იმერეთის მეფე1396 - 1401)შეირთო გურიელის ქალი, ის მალევე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა... დარჩა ერთი ძე მიქელი...
მიქელი დედასთან ანუ გურიელებთან გაიზარდა და მათგან მიიღო სამემკვიდრეო...
მისგან მოდის მიქელაშვილთა გვარი... (გურიის შტო)
რაც შეეხება გვარს – მიქელაიშვილი: იგი ასოჩამატებული მიქელაშვილია (გურიის შტო)
რაც შეეხება გვარს – მიქელაიშვილი: იგი ასოჩამატებული მიქელაშვილია (გურიის შტო)
Комментариев нет:
Отправить комментарий